თავში

სააკაშვილის ოფიციალურ შიმშილობის ფორმად მიჩნეულია სრული შიმშილობა - გიორგი ბურჯანაძე

სააკაშვილის ოფიციალურ შიმშილობის ფორმად მიჩნეულია სრული შიმშილობა
სააკაშვილის ოფიციალურ შიმშილობის ფორმად მიჩნეულია სრული შიმშილობა - გიორგი ბურჯანაძე

სახალხო დამცველის მოადგილის გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის სტატუსი არ შეუცვლია და ფორმად მითითებულია სრული შიმშილობა.

ბურჯანაძის თქმით, ომბუდსმენის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის მინისტრის განცხადებამდე და განცხადების შემდეგ გადაამოწმა.

"ჩვენ გადავამოწმეთ ინფორმაცია პენიტენციურ დაწესებულებაში, როგორც იუსტიციის მინისტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციამდე, ისე მის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ შიმშილობის ფორმად მიჩნეულია სრული შიმშილობის ფორმა, არაფერი ცვლილება ამ კუთხით არ არის განხორციელებული პენიტენციური სამსახურის მიერ. უშუალოდ სამედიცინო დეპარტამენტისა და პენიტენციური სამსახურის მიერ სხვა შეფასება კეთდება, სხვა შეფასება მოვისმინეთ პოლიტიკოსების მხრიდან. კადრები, რომლებიც ვრცელდება, გადაღებულია ნომერ მე-12 დაწესებულების სამედიცინო ოთახში. ეს არის ექიმის ოთახი, იმ ოთახში ჩვეულებრივად მიმდინარეობს სამედიცინო მანიპულაციები", - ამბობს ბურჯანაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system