თავში

სააკაშვილის თავისუფლება არჩევნებთან მჭიდროდ არის დაკავშირებული - ნიკა მელია

სააკაშვილის თავისუფლება არჩევნებთან
სააკაშვილის თავისუფლება არჩევნებთან მჭიდროდ არის დაკავშირებული - ნიკა მელია

რუსთავში, მე-12 პენიტენციური დაწესებულების წინ, ნაციონალური მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები პრეზიდენტის მხარდამჭერ აქციას მართავენ. 

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ 30 ოქტომბრის არჩევნები და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. მან თქვა, რომ საწყენია, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა მცირე ნაწილი 30 ოქტომბრის მნიშვნელობას ვერ ხედავს. 

"ახალი თაობისთვის იბრძვის მიხეილ სააკაშვილი და თითოეული ჩვენგანი. ნაციონალური მოძრაობის მცირე ნაწილი ამბობს, რომ არჩევნებს აზრი არა აქვსო და ამავდროულად საუბრობს მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებაზე. 

პირდაპირ გეუბნებით, მოურიდებლად, ერთი მეორესთან არის მჭიდროდ დაკავშირებული. 30 ოქტომბერი არის ძალიან ბევრი რამის განმსაზღვრელი. 30 ოქტომბერს გადაწყდება ეს ქვეყანა გააგრძელებს სახელმწიფოს სახით არსებობას, თუ გადაიქცევა რუსეთის ფედერაციის უკანა ეზოდ. 30 ოქტომბერს გადაწყდება, მიხეილ სააკაშვილი მრავალი წელი იქნება იქ, სადაც ახლა არის და ბევრი ჩვენგანი კიდევ იქ ვიქნებით თუ იქ აღარ იქნება", - განაცხადა ნიკა მელიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system