თავში

სააკაშვილს აქვს გადაწყვეტილების მიღების უნარი - მარიამ ჯიშკარიანი

სააკაშვილს აქვს გადაწყვეტილების მიღების უნარი - მარიამ ჯიშკარიანი
სააკაშვილს აქვს გადაწყვეტილების მიღების უნარი - მარიამ ჯიშკარიანი

სააკაშვილს აქვს სრულიად გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, - ამის შესახებ განცხადება ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, სასამართლოზე დასწრების საკითხი თავად მესამე პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს. 

"ჯანმრთელობის თვალსაზრისით, კვლავ საჭიროებს სტაციონარულ მკურნალობას და რეაბილიტაციას. მე და ჩემს გუნდს ციხეთა სისტემა შეუთავსებლად მიგვაჩნია ბატონი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, ვინაიდან, ციხეთა სისტემაში მოხდა, მიხეილ სააკაშვილის წამება, რასაც მოჰყვა
როგორც ფსიქოლოგიური შედეგები, ასევე შიმშილობის გახანგრძლივება და შიმშილობის გახანგრძლივებას მოჰყვა ნეირო ენცეფალოპათია.

ეს არის საკმაოდ მძიმე დიაგნოზები, რომელიც საჭიროებს ხანგრძლივ სტაციონარულ რეაბილიტაციას და მკურნალობას, ასევე რეფიდინგის სნდრომიც ბოლომდე არ არის აღდგენილი, თუმცა მიხეილ სააკაშვილს აქვს სრულიად გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და სასამართლოზე მონაწილეობას წყვეტს მხოლოდ ის" - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system