თავში

სააკაშვილს ჯანმრთელობა ხელს უწყობს, რომ ხვალ იყოს სასამართლოზე - ნიკოლოზ ყიფშიძე

სააკაშვილს ჯანმრთელობა ხელს უწყობს, რომ ხვალ იყოს სასამართლოზე
სააკაშვილს ჯანმრთელობა ხელს უწყობს, რომ ხვალ იყოს სასამართლოზე - ნიკოლოზ ყიფშიძე

სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ხვალინდელ პროცესზე დასწრებას ხელს უწყობს.

ყიფშიძემ მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ ჯერჯერობით ინფორმაცია არ აქვთ, მისცემენ თუ არა მესამე პრეზიდენტს სასამართლოზე დასწრების შესაძლებლობას.

"ბატონი პრეზიდენტი მოუთმენლად ელოდება ხვალინდელ დღეს და ხვალ თვითონ იხილავთ, როგორ არის. ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უწყობს, რომ ხვალ იყოს სასამართლოზე. ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, თვითონ მოუთმენლად ელოდება რომ ხვალ შეხვდეს ხალხს," - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system