თავში

საარჩევნო პროცესში რა ტიპის დარღვევები გაასაჩივრეს მოქალაქეებმა ყველაზე მეტად

საარჩევნო პროცესში რა ტიპის გაასაჩივრეს მოქალაქეებმა ყველაზე მეტად
საარჩევნო პროცესში რა ტიპის დარღვევები გაასაჩივრეს მოქალაქეებმა ყველაზე მეტად

წინასწარი მონაცემებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში 289 საჩივარი შევიდა. მათი უმეტესობა პროცედურულ დარღვევებს შეეხებოდა. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა. 

საჩივრების უმეტესობა შეეხება ისეთ ხარვეზებს, როგორიცაა საკონტროლო ფურცლის არასწორად შევსება, მარკირებასთან დაკავშირებულიწესების დარღვევა და სხვა“, - განაცხადა მიქელაძემ.

მისი თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წინასწარი მონაცემების გამოსაქვეყნებლად დაახლოებით 5-7 საათი დასჭირდება.

საარჩევნო ადმინისტრაციას გარკვეული დრო სჭირდება იმისთვის, რომ ყველა პროცედურა განახორციელოს. ბოლო წლების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ამ პროცედურების განსახორციელებლად 5-7 საათია საჭირო, მითუმეტეს, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა არის განსხვავებული. ჩვენ თუ შევხედავთ ეგზიტპოლის შედეგებს, ვნახავთ, რომ მათაც გარკვეული დრო დასჭირდათ ეგზიტპოლის კითხვარების დასამუშავებლად. ზოგიერთი ეგზიტპოლის შედეგი მოცემული იყო 4 საათის მდგომარეობით, ზოგიერთი - 5 საათის“, - განაცხადა მიქელაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system