თავში

საჭიროების შემთხვევაში მეც აუცილებლად ავიცრები- ტიკარაძე

საჭიროების შემთხვევაში მეც აუცილებლად ავიცრები- ტიკარაძე
საჭიროების შემთხვევაში მეც აუცილებლად ავიცრები- ტიკარაძე

საჭიროების შემთხვევაში მეც აუცილებლად ავიცრები",- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ურჩევნია ვაქცინა იმ ადამიანებს დაუთმოს, ვისთვისაც აცრა პრიორიტეტულია და არ ისარგებლოს მინისტრის სტატუსით.

„საჭიროების შემთხვევაში მეც აუცილებლად ავიცრები, თუმცა ვთვლი, რომ გაცილებით უფრო მეტი ადამიანია, ვინც საჭიროებს პირველად ვაქცინაციას. შევეცდები, რომ არ ვისარგებლო ჩემი სტატუსით. ის ვაქცინა, რომელიც შეიძლება სხვისთვის გაცილებით უფრო მეტი ეფექტის მომტანი იყოს, არ ვისარგებლო ამ პრიორიტეტით. თუმცა, თუ ეს საჭირო გახდა კამპანიისთვის, რა თქმა უნდა, მე უარს არ ვიტყვი ვაქცინაციაზე“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე საქართველოშია„ასტრაზენეკას“ პირველი პარტიის 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით ჩამოვიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system