თავში

საჩხერის სამედიცინო ცენტრში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
საჩხერის სამედიცინო ცენტრში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. მასში მონაწილეობა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს თანამშრომლებმა მიიღეს. 

სააგენტოს ცნობით, კლინიკებს ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის ყოველდღიურად ესაჭიროებათ სხვადასხვა ჯგუფის სისხლი. საჩხერის სამედიცინო ცენტრში სისხლის ბანკი გასულ წელს გაიხსნა, მარაგების შევსების საუკეთესო გზას კი, სწორედ მოხალისეობრივი დონაცია წარმოადგენს.

სისხლის უანგარო დონაციით ჩვენ, პირველ რიგში, დავეხმარებით სხვადასხვა მძიმე დაავადების მქონე პირებს. ჩვენი სააგენტოს თანამშრომლები სისტემატიურად იღებენ მსგავს აქციებში მონაწილეობას“, - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system