თავში

სად გამოვლინდა ყველაზე მეტი ინფიცირებული საქართველოში

სად გამოვლინდა ყველაზე მეტი ინფიცირებული საქართველოში
სად გამოვლინდა ყველაზე მეტი ინფიცირებული საქართველოში

ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების მაჩვენებლიდან, ყველაზე მეტი კვლავ თბილისში დაფიქსირდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაზე მცირე მაჩვენებელი მცხეთა-მთიანეთში დაფიქსირდა. 

"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 243 შემთხვევა, აჭარა - 34, იმერეთი - 98, ქვემო ქართლი - 46, შიდა ქართლი - 31, გურია - 10, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 58, კახეთი - 48, მცხეთა-მთიანეთი - 2, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4,"  - აღნიშნა ბერდია სიჭინავამ. 

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 583 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system