თავში

სად გამოვლინდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა და როგორია პაციენტების მდგომარეობა

სად გამოვლინდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა და როგორია პაციენტების მდგომარეობა
სად გამოვლინდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა და როგორია პაციენტების მდგომარეობა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 023 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 546 შემთხვევა, აჭარა - 78, იმერეთი - 90, ქვემო ქართლი - 46, შიდა ქართლი - 30, გურია - 34, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 108, კახეთი - 54, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 422 საიდანაც: 3 333 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 887, აჭარაში - 317, იმერეთში - 416. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 731 პირი, მათ შორის, თბილისში - 349, აჭარაში - 86, იმერეთში -134. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 201 პირი, მათგან თბილისში - 132, აჭარაში - 11, იმერეთში - 10. 

635 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 385 - თბილისში, 222- აჭარაში. 6 454 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 35, ხოლო აჭარაში - 0.

სულ 6 ოქტომბრიდან - 7 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 833 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 062 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 657, პირი, აჭარაში - 2 048, იმერეთში - 1 187.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system