თავში

სად იმყოფებოდა და ვის ეკონტაქტა ყვარელში ინფიცირებული ექიმი

სად იმყოფებოდა და ვის ეკონტაქტა ყვარელში ინფიცირებული ექიმი
სად იმყოფებოდა და ვის ეკონტაქტა ყვარელში ინფიცირებული ექიმი

დაავადებათა ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, პაციენტი, რომელსაც ყვარელში covid 19 დაუდასტურდა, სოფელ ნუკრიანშიც იმყოფებოდა და იქ 4 ადამიანთან ჰქონდა შეხება. 

მისი ინფორმაციით, უკვე მოძიებულია აღნიშნული პაციენტის 147 კონტაქტი, მათ შორის საოჯახო, საყოფაცხოვრებო და სამსახურებრივი კონტაქტები პაციენტების ჩათვლით. აქედან 102 კონტაქტი უკვე გამოიკვლიეს და მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. 

„ყვარლის შემთხვევასთან დაკავშირებით მინდა მოგახსენოთ, რომ უკვე მოძიებულია და გამოკვლეულია 147 კონტაქტი, ეს კონტაქებია როგორც ახლო კონტაქტი, ასევე ყველა შესაძლო კონტაქტი, როგორც სამსახურებრივი, ასევე საოჯახო, ასევე საყოფაცხოვრებო კონტაქტები, ასევე პაცეინტები. მათგან უკვე 102 გამოკვლეულია და ყველა პასუხი არის უარყოფითი. ქალი, რომელსაც covid 19 დაუდასტურდა ჩამოსული იყო ნუკრიანში თავის მეუღლესთან, მხოლოდ ერთი საათით, ძალიან ხანმოკლე ვიზიტი იყო, ამიტომ კონტაქტების წრე არის ძალიან ვიწრო, მხოლოდ 4 კონტაქტი გვყავს, 4-ვე არის თვითიზოლაციაში და დღეს უკვე ნიმუშები აიღება და გაიგზავნება ლუგარის ცენტრში,”- აღნიშნა ნელი ხიზანიშვილმა.

შეგახსენებთ, კახეთში კორონავირუსი სასწრაფოს ექიმს დაუდასტურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system