თავში

სად ისწავლეთ ყველამ, ასე უცებ, ეპიდემიოლოგობა - ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი

სად ისწავლეთ ყველამ, ასე უცებ, ეპიდემიოლოგობა - ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში იმ ადამიანებს აკრიტიკებს, რომელთაც შესაბამისი ცოდნა არ გააჩნიათ და ამის მიუხედავად რეკომენდაციებს იძლევიან.  

"თუ სადმე წამასწარით, რომ ხიდების არქიტექტორულ- კონსტრუქციულ დაგეგმარებას ვიხილავ, ან კეჟერა ფხალის კულტივაციისთვის რჩევებს ვიძლევი- ესე იგი, ჭკუიდან გადავსულვარ და ნუ გამლანძღავთ, უბრალოდ დაურეკეთ სახლში ჩემებს და გადაეცით ფრთხილად ჩემი თავი ხელიდან- ხელში. კიდევ მეტი! - მიუხედავად იმისა, რომ ძაააან დიდი ხნის გამოცდილება მაქვს სამედიცინო მენეჯერის, თუ მედიცინის იმ სფეროში დავიწყე რჩევების მიცემა რისი სპეციალისტიც არ ვარ- იგივე ღონეს მიმართეთ!...

.... სად ისწავლეთ ყველამ, ასე უცებ, ეპიდემიოლოგობა, პროფილაქტიკური მედიცინა, ინფექციური დაავადებების მართვა?! თანაც როგორი კატეგორიული, დამაჯერებელი ტონით იტყვით ხოლმე... დიაგნოსტიკის გენიას, მსოფლიოში ალბათ ერთ-ერთ საუკეთესო ინფექციონისტს, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილს რამდენჯერ უთქვამს გულახდილად რთულ შემთხვევაზე: "ვერ ვხვდები რა არის და როგორ უნდა მოვიქცეო.." ეეჰ, ნეტა მაშინ შეხვედროდით ეს "მცოდნე" ხალხი, ხომ დააყენებდით მხცოვან აკადემიკოსს სწორ გზაზე..." - წერს გადელია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system