თავში

სადაზღვეო კომპანია "უნისონის" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

სადაზღვეო კომპანია "უნისონის" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
სადაზღვეო კომპანია უნისონის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა, ხუთი კი, თვითიზოლაციაში იმყოფება, - ამის შესახებ Report.ge-ს კომპანიის მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა განუცხადა.  

მისივე თქმით, ინფიცირებული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მომუშავე ახალგაზრდა ქალია, რომელსაც 15 მარტიდან კლიენტებთან უშუალო შეხება არ ჰქონია.

"ჩვენს თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსი, რომელიც 15 მარტიდან მუშაობდა დისტანციური რეჟიმით. 8 ივნისიდან ჩვენს ოფისში მხოლოდ 5 თანამშრომელი მუშაობდა. თერმოსკრინინგის დროს ამ ადამიანს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა, რის გამოც, ის ოფისში არ შემოსულა. გუშინ გავიგეთ, რომ ამ თანამშრომელს დაუდასტურდა ვირუსი. მივიღეთ შესაბამისი ზომები და იმ ხუთ თანამშრომელს მიუხედავად იმისა, რომ მათ დაინფიცირებულთან არ ჰქონიათ პირდაპირი შეხება, მაინც ჩავუტარეთ სწრაფი ტესტები. ყველა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა, თუმცა, უსაფრთხოების მიზნით, ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან," - უთხრა Report.ge-ს ანრი კილაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 828 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 694. ქვეყანაში კორონავირუსით 13 ადამიანია გარდაცვლილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system