თავში

სადგურის მოედანზე ხანძარია

სადგურის მოედანზე ხანძარია
სადგურის მოედანზე ხანძარია

სადგურის მოედანზე, ფიროსმანის ქუჩაზე ძლიერი ხანძარია.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი "თბილისი ცენტრალის" მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ჯიხურებს უკიდია.

ხანძრის კერასთან ახლოს გაზგასამართი სადგური მდებარეობს. 

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში report.ge-ს  განუცხადეს, ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს, ადგილზე მეხანძრე მაშველების ოთხი ეკიპაჟია მობილიზებული და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system