თავში

სადისტრიბუციო მანქანა ხეს შეეჯახა - დაშავებულია მძღოლი

სადისტრიბუციო მანქანა ხეს შეეჯახა - დაშავებულია მძღოლი
სადისტრიბუციო მანქანა ხეს შეეჯახა - დაშავებულია მძღოლი

ქუთაისი-ხონის გზაზე, სოფელ გუბთან სადისტრიბუციო მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავარიის შედეგად დაშავდა მძღოლი, რომელიც ავტომობილში მარტო იმყოფებოდა. 

დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში Report.ge-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system