თავში

საფლავზე ქეიფის მოწყობა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია - იმნაძე

საფლავზე ქეიფის მოწყობა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია - იმნაძე
საფლავზე ქეიფის მოწყობა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია - იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მოსახლეობა საფლავებზე უნდა გავიდეს, თუმცა იქ ქეიფი საჭირო არ არის. 

იმნაძის თქმით, საფლავებზე ქეიფი არც ეკლესიურად და არც ეპიდემიოლოგიურად მიზანშეწონილი არ არის. 

"საფლავზე ჩვეულებრივად გავიდეთ, როგორც წესი და რიგია, პატივი მივაგოთ ჩვენი მიცვალებულების ხსოვნას, მაგრამ საფლავზე ქეიფი საჭირო არ არის. სუფრები არა მარტო საფლავზე ვნახეთ ხომ? ჯერჯერობით, არც ეკლესიურად, არც ეპიდემიოლოგიურად თუ სხვანაირი გაგებით, საფლავზე ქეიფის მოწყობა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია", - განაცხადა იმნაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system