თავში

საფრანგეთის ელჩი: ახალგაზრდები საქართველოს ევროპული გზის ერთგულნი არიან

საფრანგეთის ელჩი: ახალგაზრდები საქართველოს ეულნი არიან
საფრანგეთის ელჩი: ახალგაზრდები საქართველოს ევროპული გზის ერთგულნი არიან

"ევროპის უნივერსიტეტში" საფრანგეთის საელჩოსთან ერთად ორგანიზებული ესსეების კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა. 

კონკურსის მონაწილეებს საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი და ევროპის უნივერსიტეტის რექტორი ნინო ტალიაშვილი მიესალმნენ. ღონისძიებაზე ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი დავით ლომინაშვილი იმყოფებოდა.

დიეგო კოლასის თქმით, ახალგაზრდები საქართველოს ევროპული და დემოკრატიული გზის ერთგული არიან

"ეს არის საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის განვითარების დიდი პოტენციალის მაჩვენებელი. ერთი თვის წინ წამოვიწყეთ ახალგაზრდებისთვის კონკურსი, რომლის თემაც ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება იყო. მინდა, მადლობა გადავუხადო ამ კონკურსის თანაორგანიზატორ ევროპის უნივერსიტეტს. დღეს ძალიან ბევრი სტუდენტი მოვიდა, 200-ზე მეტი აპლიკაცია მივიღეთ. კონკურსი ტარდება როგორც ვიცი თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ასევე რეგიონებში ინტერნეტის მეშვეობით. ეს დიდი წარმატებაა“, – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system