თავში

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს სურსათი გადასცეს

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს ს
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს სურსათი გადასცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მცხეთა - მთიანეთის სამმართველოს თანამრომლებმა და მცხეთა – მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, შალვა კერესელიძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლების – ჭართლის, მუგუდას, ბედონის, სეფესა და ქვეშეთის მრავალშვილიანი და სოციალურად შეჭირვებული ოჯახები მოინახულეს.

სამსახურის ცნობით, უწყების წარმომადგენლებმა და მხარის რწმუნებულმა თანამოქალაქეებს სურსათ – სანოვაგე გადასცეს, ასევე, მიაწოდეს ინფორმაცია მედიცინის მუშაკთა რეკომენდაციების, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული წესებისა და ქვეყანაში ვირუს კოვიდ 19-თან ბრძოლის შედეგების შესახებ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system