თავში

საგამოცდო მანქანების ავტოპარკი განახლდა

საგამოცდო მანქანების ავტოპარკი განახლდა
საგამოცდო მანქანების ავტოპარკი განახლდა

მართვის მოწმობის მისაღებად განკუთვნილი საგამოცდო მანქანების ავტოპარკი განახლდა. 

სამინისტროს ცნობით, მართვის უფლების მიღების მსურველები „B“ კატეგორიის პრაქტიკულ გამოცდას თანამედროვე GPS სისტემით აღჭურვილი, „SKODA RAPID“-ის მოდელის სატრანსპორტო საშუალებებით აბარებენ, ხოლო საქართველოს მასშტაბით სხვა სტრუქტურულ ერთეულებში გამოცდები კვლავ SHKODA FABIA-ს - მოდელის მანქანით ჩაბარდება.

განახლებული ავტოპარკი და დეპარტამენტის შენობა შინაგან საქმეთა მინისტრმა დაათვალიერა.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შენობა თანამედროვე დიზაინის უახლესი ტექნიკითა და ინვენტარითაა აღჭურვილი. ინფრასტრუქტურა კეთილმოწყობილია და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე სრულად არის მორგებული.

შსს-ში აცხადებენ, რომ 2021 წლის განმავლობაში მანქანები ეტაპობრივად მთელი საქართველოს მასშტაბით ჩანაცვლდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system