თავში

"საგანგაშო მდგომარეობა შეიძლება ყოველ წუთს დადგეს" - ექიმი

"საგანგაშო მდგომარეობა შეიძლება ყოველ წუთს დადგეს" - ექიმი
საგანგაშო მდგომარეობა შეიძლება ყოველ წუთს დადგეს - ექიმი

რუსთავის ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი პირადმა ექიმმა მოინახულა.

როგორც ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს ტესტები ჩაუტარდა და რეზულტატები გაუარესებულია.

"დღეს მივიღეთ ტესტების პასუხი და გავიარეთ კონსილიუმთან ყველა პარამეტრი. წინა კონსილიუმთან შედარებით, რომელიც იყო დაახლოებით ერთი კვირის წინ, რეზულტატები უარესია. პრეზიდენტი უჩივის გულის ფრიალს, უფრო მეტად სუსტია, ვიდრე იყო ადრე და ა.შ. 

საგანგაშო მდგომარეობა შეიძლება ყოველ წუთს დადგეს. ზუსტად ვერ გეტყვით, ძალიან არასტაბილური სიტუაციაა. შეიძლება, საგანგაშო სიტუაცია დადგეს 10 წუთის მერე, ხვალ, ან ზეგ", - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 34 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system