თავში

საგანგებო სიტუაციების მართვის ჯგუფებს ორი ქალი დაემატა - VIDEO

​საგანგებო სიტუაციების მართვის ჯგუფებს ორი ქალი დაემატა
საგანგებო სიტუაციების მართვის ჯგუფებს ორი ქალი დაემატა - VIDEO

საგანგებო სიტუაცუების მართვის სამსახურის ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების სამმართველოს რიგებს ორი ქალი დაემატა.

სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსმა დავით სუხიშვილი ქალ თანამშრომლებს ეკიპირება გადასცეს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

ნინო მიქაძემ და ლელა გიორგაძემ შესაბამისი ფიზიკური მომზადების შესაბამისი ნორმატივები ჩააბარეს და ახლა ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვული მიმართულებით სპეციალურ სწავლებას გაივლიან. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სწავლების დასრულების შემდეგ, ქალი თანამშრომლები დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქბრბ ჯგუფებში გადანაწილდებიან.

გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა შსს-ს პოლიტიკის ერთ–ერთი ძირითადი მიმართულებაა. სამინისტროს სტრატეგიაში ნათქვამია, რომ მოქნილი და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება შესაძლებელია მხოლოდ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პრინციპების დაცვით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system