თავში

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მიმართავს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მიმართავს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მიმართავს

ქვეყანაში გახშირებულ ხანძრებთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

უწყება მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს - თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე",- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, ბოლო 48 საათის განმავლობაშ მეხანძე-მაშველები სტიქიას მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში ებრძვიან. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებული ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით  მეხანძრე -მაშველები ხანძრის 10 აქტიურ კერას ებრძვიან, მათგან 4 ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.

რაჭა-ლეჩხუმის მიმართულებაზე ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system