თავში

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს იაპონიის მთავრობისგან სახანძრო-სამაშველო ავტოკიბე გადაეცემა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს იაპონიის მთავრობისგან სახანძრო-სამაშველო ავტოკიბე გადაეცემა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს იაპონიის მთავრობისგან სახანძრო-სამაშველო ავტოკიბე გადაეცემა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს იაპონიის მთავრობისგან სახანძრო-სამაშველო ავტოკიბე გადაეცემა. ავტოკიბე აჭარის მთავარი სამმართველოს ავტოპარკს შეემატება და საგანგებო სიტუაციების დროს ქალაქ ბათუმის სახანძრო-სამაშველოს დანაყოფების შესაძლებლობებს გააძლიერებს. 

როგორც უწყებაში აცხადებენ, ავტოკიბე მაღალ სართულებზე გაჩენილ ხანძრებთან ბრძოლისვის არის გათვლილი, რაც ქალაქ ბათუმისთვის, მნიშვნელოვანი შენაძენია. 

პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია ‘’სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის’’ (RDFG) მხარდაჭერით განხორციელდა. იაპონიის ელჩის რეზიდენციაში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, რომელმაც იაპონიის ელჩს საქართველოში ტადაჰარუ უეჰარას და პროექტის განხორციელების პროცესში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა.

უწყებაში აცხადებენ რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იაპონიის მთავრობისგან და ხალხისგან აქტიურად იღებს მხარდაჭერას კატასტროფების წინააღმდეგ სამსახურის მზაობის გაძლიერების მიმართულებით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system