თავში

საგარეჯოში 42 წლის კაცს ეძებენ - PHOTO

საგარეჯოში 42 წლის კაცს ეძებენ
საგარეჯოში 42 წლის კაცს ეძებენ  - PHOTO

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში 42 წლის კაცს ეძებენ. 

ოჯახის ინფორმაციით, ნაზიმ ნაბიევი სახლიდან 4 იანვარს სხვა მუნიციპალიტეტში საქონლის შესაძენად წავიდა და შინ აღარ დაბრუნდა.

დაკარგულს თან 32 000 ლარი ჰქონდა. ნათესავები ვარაუდობენ, რომ ნაბიევი თანხის გამოა გაუჩინარებული და არ გამორიცხავენ, რომ კაცი ვინმემ გაიტაცა. ახლობლების თქმით, ის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ფახრათ ყურბანოვთან ჩავიდა, საიდანაც ისინი პირუტყვის შესაძენად კასპის მუნიციპალიტეტში ჩასვლას გეგმავდნენ.

ნაზიმ ნაბიევის დაკარგვის შესახებ ახლობლებმა პოლიციას აცნობეს. მათივე ცნობით, ნაბიევის თანამგზავრი ყურბანოვი პოლიციამ დააკავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system