თავში

საიმედო და ყველასგან განსხვავებული, ძალიან მეტკინა მისი გარდაცვალება - ინგა გრიგოლია

საიმედო და ყველასგან განსხვავებული, ძალიან მეტკინა მისი გარდაცვალება - ინგა გრიგოლია
საიმედო და ყველასგან განსხვავებული, ძალიან მეტკინა მისი გარდაცვალება - ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ქართველი პოლიტიკოსის, კობა დავითაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და ოჯახს უსამძიმრებს.

"იშვიათად კარგი კაცი იყო კობა დავითაშვილი. საიმედო და ყველასგან განსხვავებული. ძალიან მეწყინა და ძალიან მეტკინა მისი გარდაცვალება.

ხათუნა და ინგა, ვიზიარებ თქვენი ოჯახის დიდ მწუხარებას" - წერს ინგა გრიგოლია. 

დღეს ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად პო­ლი­ტი­კო­სი კობა და­ვითშ­ვი­ლი გარდაიცვალა. ის იშვიათ დიაგნოზს, ე.წ. ბეხ­ტე­რევის და­ა­ვა­დე­ბას ებრძოდა, რომლის დიაგნოზიც მას 2017 წლის ივ­ლის­ში და­უს­ვეს.

კობა დავითაშვილი უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ალადაშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობდა. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

დავითაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, საერთაშორისო სამართლის სპეციალობით და ეკონომიკის ფაკულტეტი ბიზნესის ორგანიზაციისა და მენეჯმენტის სპეციალობით.

კობა დავითაშვილი იყო რამდენიმე მოწვევის პარლამენტის წევრი, ასევე დედაქალაქის საკრებულოს წევრი 2010-2012 წლებში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system