თავში

საინტერესო ფაქტი გვიჩვენა "ომიკრონმა"... ეს რაღაც საიმედოს იძლევა - მაია ზალდასტანიშვილი

საინტერესო ფაქტი გვიჩვენა "ომიკრონმა"... ეს რაღაც საიმედოს იძლევა - მაია ზალდასტანიშვილი
საინტერესო ფაქტი გვიჩვენა ომიკრონმა...  ეს რაღაც საიმედოს იძლევა - მაია ზალდასტანიშვილი

ინფექციონისტი მაია ზალდასტანიშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსით ინდიცირების ახალი შემთხვევები არ მცირდება.

მან "ომიკრონის" შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი შტამი მარტივად გავრცელებადია, თუმცა მძიმე მიმდინარეობა არ ახასიათებს. როგორც ინფექციონისტი განმარტავს, სათანადო ვაქცინაციის შემთხვევაში, კოვიდი ძველი კორონავირუსების მსგავსად ჩვეულებრივ გრიპს დაემსგავსება. 

„საინტერესო ფაქტი გვიჩვენა „ომიკრონმა“ - საკმაოდ ბევრი მუტაცია განიცადა, ძალიან გავრცელებადია, საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ სამაგიეროდ არ ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა. ეს ფაქტი რაღაც საიმედოს იძლევა იმ მხრივ, რომ თუ ავიცრებით და აცრილთა რაოდენობა ბევრი იქნება, ბოლოს და ბოლოს გადაიქცევა სხვა კოვიდ-ინფექციების მსგავსად, როგორც ჩვეულებრივი გრიპი“, - განაცხადა ზალდასტანიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system