თავში

საკარანტინო სივრცეში ექთნის გარდაცვალებას ჯანდაცვის სამინისტრო ეხმაურება

საკარანტინო სივრცეში ექთნის გარდაცვალებას ჯანდაცვის სამინისტრო
საკარანტინო სივრცეში ექთნის გარდაცვალებას ჯანდაცვის სამინისტრო ეხმაურება

ჯანდაცვის სამინისტრო აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანილი შუახნის ქალის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება, რომელიც ერთ-ერთ საკარანტინო სივრცეში დაფიქსირდა.

„16 მარტს აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან სამედიცინო ტრანსპორტით შუახნის ქალი გადმოიყვანეს. საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ე.წ. გადასასვლელ პუნქტთან გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ადგილზევე შეფასდა, ჩაუტარდა ელექტროკარდიოგრაფია და შეფასდა მისი სასიცოცხლო პარამეტრები.

ჩატარებული სამედიცინო ღონისძიების შედეგად, პაციენტის მდგომარეობა შეფასდა დამაკმაყოფილებლად. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ არ ჩათვალა საჭიროდ ჰოსპიტალიზაცია, ვინაიდან რამე სახის ჩივილი არ იკვეთებოდა. ქალი, დადგენილი წესით, საკარანტინო სივრცეში - სასტუმრო „ანაკლიაში“ მოთავსდა. აღსანიშნავია, რომ საკარანტინო სივრცე სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობას ითვალისწინებს. პაციენტის საკარანტინო სივრცეში მოთავსებიდან რამდენიმე საათში, ექიმმა ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა. ადგილზე მისულ ბრიგადას შუახნის ქალი გარდაცვლილი დახვდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული ექთანი, რომელსაც გულის უკმარისობა აწუხებდა, ანაკლიის საკარანტინე სივრცეში გარდაიცვალა. ინფორმაცია Report.ge-ს ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დაუდასტურეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ქალი ოკუპირებული გალიდან, სამედიცინო კონსულტაციისთვის იყო გადმოსული.

ამ დროისათვის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system