თავში

საქართველო 12-15 წლის მოზარდებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას იწყებს

საქართველო 12-15 წლის მოზარდებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას იწყებს
საქართველო 12-15 წლის მოზარდებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას იწყებს

იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დასაშვები ხდება. ამის შესახებ შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“საბჭომ მხარი დაუჭირა 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის პროცესს ფაიზერის ვაქცინის ორი დოზით. ამდენად, მშობლის გადაწყვეტილებით და თანხმობით, რაც გახლავთ აუცილებელი მოთხოვნა არასრულწლოვანში სამედიცინო ჩარევის ჩატარების შემთხვევაში, 12-დან 15 წლამდე ბავშვებს შეუძლიათ მიმართონ ამცრელ ცენტრებს და მიიღონ ვაქცინაცია ფაიზერის დოზით. ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელი მაღალი არ არის, მაგრამ ბუნებრივია, ბავშვის ინფიცირებაც შესაძლებელია და ის თავადაც შეიძლება გახდეს ინფექციის წყარო. ბევრმა ქვეყანამ უკვე დაიწყო ვაქცინაციის პროცესი. თუმცა, საბედნიეროდ, ბავშვებში ინფექციის გავრცელება მაღალიც არ არის და არც გამოსავლებია რთული, თუ არ გვაქვს საქმე რაიმე ქრონიკულ დაავადებასთან”, - დასძინა მინისტრის მოადგილემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system