თავში

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე საბაჟო პუნქტები ფიზიკური პირებისთვის დახურულია

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე საბაჟო პუნქტები ფიზიკური პირებისთვის დახურულია
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე საბაჟო პუნქტები ფიზიკური პირებისთვის დახურულია

აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან 20 აპრილამდე დაწესებული სატრანსპორტო და საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა სატვირთო გადაზიდვებს არ ეხება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. 

საგარეო უწყების ინფორმაციით, 5 აპრილის 00:00 საათიდან 20 აპრილამდე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ასევე ფიზიკური პირების გადაადგილების ახალი, გამკაცრებული წესები ამოქმედდა.

„აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებების ფარგლებში, 2020 წლის 5 აპრილის 00:00 საათიდან 20 აპრილამდე, შეჩერებულია სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტით შესვლა-გამოსვლა, ასევე ადგილობრივი ფრენები. აღნიშნული შეზღუდვები არ ეხება სატვირთო გადაზიდვებს.

შესაბამისად, დღეისათვის საქართველო-აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახმელეთო საზღვარზე არსებული ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი (,,წითელი ხიდი“ ,,ლაგოდეხი", ,,სამთაწყარო“ და ,,მტკვარი“) ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის დახურულია.

5 აპრილის 00:00 საათიდან 20 აპრილამდე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ასევე ამოქმედდა ფიზიკური პირების გადაადგილების ახალი, გამკაცრებული წესები. გადაადგილება ნებადართული მხოლოდ განსაკუთრებული ნებართვებით. ნებართვის მისაღებად მსურველმა პირებმა SMS-ს შეტყობინება უნდა გააგზავნონ სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ ნომერზე, მიუთითონ პირადი მონაცემები და სახლიდან გამოსვლის მიზეზი, რის შემდეგ მათ მოუვათ შესაბამისი პასუხი. საპასუხო SMS–ს შეტყობინებაში მითითებული იქნება ნებართვის მოქმედების ვადა. საცხოვრებელი ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ დადებითი პასუხის მიღების შემდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system