თავში

საქართველო კოვიდსაწინააღმდეგო ახალი პრეპარატების შემოტანას გეგმავს

საქართველო კოვიდსაწინააღმდეგო ახალი პრეპარატების შემოტანას გეგმავს
საქართველო კოვიდსაწინააღმდეგო ახალი პრეპარატების შემოტანას გეგმავს

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველო კოვიდსაწინააღმდეგო ახალი პრეპარატების მიღებას გეგმავს. როგორც გაბუნიამ განმარტა, კლინიკურმა ჯგუფმა უკვე დაუჭირა მხარი პრეპარატების შესყიდვას.

„ბოლო პერიოდში, ძალიან აქტიური დისკუსია და მოლოდინია ახალ, უკვე, კონკრეტულად კოვიდის საწინააღმდეგო ანტივირუსულ მედიკამენტებთან დაკავშირებით. მათ შორის, ერთია „მერკის“ (Merck) მიერ წარმოებული „მოლნუპირავირი“ (Molnupiravir) , რომელიც უკვე გამოიყენება რამდენიმე ქვეყანაში. მან მიიღო ამერიკის წამლისა და საკვების სააგენტოს ავტორიზაცია. ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. კლინიკურმა ჯგუფმა მხარი დაუჭირა მედიკამენტის გარკვეული რაოდენობის შესყიდვას და ვფიქრობთ, რომ როგორც კი შესყიდვის პროცედურა დასრულდება, ის ხელმისაწვდომი იქნება ქვეყანაში. 

დეკემბრის ბოლოს, FDA-მ მასაც მიანიჭა ავტორიზაცია. ამ მედიკამენტების არსებობა ძალიან იმედისმომცემია. მათი გამოყენება ნაჩვენებია მკურნალობის ადრეულ ეტაპზე, როდესაც ჯერ კიდევ არ არის გამოხატული მძიმე სიმპტომები. ესაა აბების სახით მისაღები მედიკამენტი. მისი მიღება ადვილია პაციენტებისთვის. ამდენად, ვფიქრობთ, რომ ეს კიდევ უფრო შეამცირებს ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას და მოგვცემს კლინიკური გამოსავლების გაუმჯობესების შესაძლებლობას. 

მანამდე, დღევანდელ პირობებში, საქართველოში არის ის მედიკამენტები, რომლებიც აღიარებულია ევროპისა და აშშ-ის მარეგულირებლების მიერ, კონკრეტულად, კოვიდის შემთხვევაში“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system