თავში

საქართველო ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებულ გზას დაადგა

საქართველო ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებულ გზას დაადგა
საქართველო ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებულ გზას დაადგა

საქართველო ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებულ გზას დაადგა. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა განაცხადა. 

მან შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს გარემოსდაცვითი პროგრამების ხელმძღვანელ ხათუნა ზალდასტანიშვილთან და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის "ორქისის" თავმჯდომარე მარიამ ქიმერიძესთან ერთად ცირკულარული ეკონომიკის გზამკვლევი რუკის შემუშავების მიზნებსა და ამოცანებზე იმსჯელა.

საქართველოს მთავრობა გარემოს დაცვის გაუმჯობესების მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, რაც ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვასაც გულისხმობს. ყოველი აღნიშნული მდგრადი განვითარებისა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების წინაპირობაა", - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system