თავში

საქართველომ და იაპონიამ კორონავირუსთან დაკავშირებით ინფორმაცია გაცვალეს

საქართველომ და იაპონიამ კორონავირუსთან დაკავშირებით ინფორმაცია გაცვალე
საქართველომ და იაპონიამ კორონავირუსთან დაკავშირებით ინფორმაცია გაცვალეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ტადაჰარუ უეჰარასთან შეხვედრა გამართა. მინისტრის მოადგილემ ელჩს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოში და მის სამეზობლოში არსებულ ვითარებაზე, ასევე იმ ქმედებებზე, რომელსაც ატარებს საქართველოს მთავრობა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მზადყოფნის თვალსაზრისით .

იაპონიის ელჩმა თავის მხრივ ქართულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია იაპონიაში დღეს არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, კერძოდ რომელ რეგიონში და ქალაქებში დაფიქსირდა ყველაზე მეტი შემთხვევა და რა ღონისძიებებს, აკრძალვებსა თუ შეზღუდვებს მიმართავს ქვეყანა დაავადების შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად.

როგორც Report.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებსა და სამინისტროს შორის აქტიურად მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system