თავში

ვასილის მარაგოსი: საქართველოს ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემა უარღესად რელევანტურია

საქართველოს ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემა უარღესად რელევანტურია
ვასილის მარაგოსი: საქართველოს ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემა უარღესად რელევანტურია

"უაღრესად რელევანტურია ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემა, რომელსაც ნერგავს საქართველო რეგიონულ დონეზე. მჯერა, რომ ჩვენ ეს მოდელი უნდა გამოვიყენოთ სხვაგანაც და განვავრცოთ ევროკავშირის პროგრამები, რომლებიც მიმდინარეობს საქართველოში,"- ამის შესახებ სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსიისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის (DG NEAR) განყოფილების ხელმძღვანელმა, ვასილის მარაგოსმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ჩართულობის სამიტის პირველი დღის შეჯამებისას განაცხადა. 

ვასილის მარაგოსმა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ჩართულობის სამიტზე გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ წარდგენილ საქართველოს ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შესაქმენლად შემუშვებულ რეფორმაზე და მადლობა გადაუხადა საქართველოს რეფორმის ხსენებული მოდელის დანერგვისთვის, რაც დიდი მიღწევაა ქვეყნისთვის.

ინფორმაციას ახალგაზრდობის სააგენტოს ცნობით, ამ სამიტზე, პანელ დისკუსიაში საქართველოს სახელით ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა რეზო ჩარკვიანმა წარადგინა ახალგაზრდობის სააგენტოს რეფორმა, რომელიც ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს სტანდარტებით შემუშავდა და საქართველოს ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემას ქმნის, მან ასევე ისაუბრა დაწყებული რეფორმის კონკრეტულ მიმართულებებზე, რომელსაც სააგენტო ნერგავს და ახორციელებს ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შესაქმენალად. 

რეზო ჩარკვიანმა თანამედროვე კონკურენტუნარიანი ქვეყნის მშენებლობის პროცესში ზოგადად ახალგაზრდების როლზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ახალგაზრდობა ქვეყნის ადამიანური კაპიტალის მთავარი განახლებდი რესურსია. 

სამიტის ფარგლებში „ახალგაზრდები ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან“– სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსიის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის წარმომადგენლები შეიკრიბენ. ხსენებული სამიტი, პანდემიის პირობებში, წელს პირველად, ონლაინ მიმდინარეობს და თვალის დევნება მსურველებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ.

სამიტის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ახალგაზრდებისა და პოლიტიკის შემქმნებლებს შორის დიალოგის ხელშეწყობა, ასევე სამომავლო ხედვებისა და ნაბიჯების დასახვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system