თავში

საქართველოს დღეს ჰყავს ორი მტერი - ფხაკაძე

საქართველოს დღეს ჰყავს ორი მტერი - ფხაკაძე
საქართველოს დღეს ჰყავს ორი მტერი - ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებს ეხმაურება.

ფხაკაძის თქმით, პირბადეებში ჭიების არსებობა დეზინფორმაციაა. აღნიშნულში კი ის რუსულ კვალს ხედავს. 

"ათასობით ადამიანი მეკითხება ამის შესახებ. გპასუხობთ - არანაირი ჭიები პირბადეებში არ არსებობს ამაზე სერიოზულად საუბარი სირცხვილია.

ერთხელ გაეროში ერთ-ერთ შეხვედრაზე რუსებს პირში მივახალე, თქვენ ხართ ოკუპანტები და ფაშისტები-მეთქი. 9 აპრილიც რუსული ფაშიზმის გაგრძელებაა. ამ ვიდეობის უკანაც რუსეთი დგას. გეტყვით, რატომაც.

ეშმაკი დეტალებშია - ინფორმაციები, თითქოს პირბადეები ჭიანია, რომ რუსული ვაქცინა „სპუტნიკი“ კარგია და ა.შ., - ეს არის რუსული ფაშისტური პროპაგანდა საქართველოს წინააღმდეგ.

საქართველოში დღეს არის 2 მტერი - რუსეთი და კოვიდი, ნუ ვებრძვით საქართველოში თანამოქალაქეები ერთმანეთს; ჩვენი ურთიერთდაპირისპირება აწყობს რუსეთს;

დიახ, რუსეთს აწყობს, რომ ჩვენ ვიყოთ ურთიერთკინკლაობაში. აწყობს, რომ საქართველოში არ იყოს გამართული ჯანდაცვის სისტემა, განათლება, ეს უაზრო ვიდეოები გავრცელდეს, თითქოს პირბადეებში ჭიებია და დავრჩეთ თავდაცვის საშაულების გარეშე. მე ამ ვიდეოების გავრცელების უკან ვხედავ რუსულ სტრატეგიულ გეგმას. ეს არის რუსეთის პოლიტიკა საქართველოში, შიგნიდან გაანადგურონ ქვეყანა. 

ჩვენ თუ ვართ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები და ჩვენ თუ გვახსოვს 9 აპრილი, მაშინ მიტინგი - ეს არ არის გამოსავალი. მუშაობა - აი, ეს არის გამოსავალი, ყველამ აკეთოს თავისი საქმე - ეს არის გამოსავალი!

თუ ჩვენ გვინდა პატივი მივაგოთ 9 აპრილის გმირების ხსოვნას, ჩვენ ხელებდაკაპიწებულებმა უნდა ვიმუშაოთ, მთელ მსოფლიოს და ჩვენივე საკუთარ თავს ვაჩვენოთ, რომ ვართ ძლიერები, რომ შეგვიძლია, ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო! 

ძლიერი სახელმწიფო ნიშნავს ძლიერ განათლებას, ძლიერ ჯანდაცვას! ამისკენ უნდა წავიდეთ! როცა ჩვენთან იქნება ხარისხიანი ჯანდაცვა, ხარისხიანი განათლება, ხარისხიანი საკვები - აი, ეს იქნება შემდგარი სახელმწიფო! არც ერთი უცხოელი, არც ერთი დონორი, არც ერთი ინვესტორი ჩვენს ქვეყანას არ ააშენებს. ჩვენი ქვეყანა ჩვენი ასაშენებელია!" - ამბობს გიორგი ფხაკაძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system