თავში

"საქართველოს მელიორაცია" ჩატარებულ სამუშაოებზე ანგარიშს აქვეყნებს

"საქართველოს მელიორაცია" ჩატარებულ სამუშაოებზე ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს მელიორაცია ჩატარებულ სამუშაოებზე ანგარიშს აქვეყნებს

"2012-2020 წლებში, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაიხარჯა 400 მლნ ლარამდე თანხა; შედეგად, ქვეყანაში, დღეისათვის, 200 000 ჰექტრამდე მელიორირებული ფართობია. მათ შორის, 150 ათას ჰექტარამდეა წყალუზრუნველყოფილი ფართობი", - ამის შესახებ  "საქართველოს მელიორაციის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნაქვთამი. 

კომპანიის განცხადებით, მიმდინარე წელს, ქვეყნის მასშტაბით, სამელიორაციო მომსახურების დღეისათვის არსებული ტარიფები იმოქმედებს. 

აღმოსავლეთ საქართველოში ირიგაციის საფასური შეადგენს წელიწადში 75 ლარს ჰექტარზე, ხოლო დასავლეთ საქართველოში - 45 ლარს ჰექტარზე. დასავლეთ საქართველოში ჰექტარზე დრენაჟის საფასური 40 ლარია.

"2021 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ქვეყნის მასშტაბით, 40 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება. პარალელურად, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მიმდინარეობს საირიგაციო სისტემების მოწყობის სამუშაოები სამ ლოკაციაზე კახეთსა და შიდა ქართლში, რომელთა ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 90 მლნ ლარია", - ნათქვამია "საქართველოს მელიორაციის: მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system