თავში

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში თავისი რეკომენდაციით დანიშნულ ელჩს თანამდებობიდან ათავისუფლებდეს.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სალომე ზურაბიშვილი არც ერთი ელჩის გათავისუფლებას არ აპირებს და პირიქით, საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის.

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კატეგორიულად უარყოფს ამ პიროვნების მიერ გავრცელებულ მორიგ უპასუხისმგებლო ცრუ ინფორმაციას. საქართველოს პრეზიდენტი არც ერთი ელჩის გათავისუფლებას არ აპირებს, პირიქით, მადლობას უხდის საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს გლობალური კრიზისისას, ამ ურთულეს პირობებში გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი შრომისათვის“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system