თავში

საქართველოს პრეზიდენტმა კათალიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 44 წლისთავი მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა კათალიკოს-პატრიარქს
საქართველოს პრეზიდენტმა კათალიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 44 წლისთავი მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს აღსაყდრებიდან 44 წლისთავთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გაუგზავნა.

წერილში ნათვქმია, რომ ეკლესიის ჩართულობა საერთო შერგიების საკითში გარდაუვალია და რომ ქართველი ხალხი ელოდება პატრიარქისგან მამობრივ, მზრუნველობით დალოცვას და ზნეობრივი ნორმების შეხსენებას.

"თქვენი ღვაწლი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე განუზომელია.

თქვენ შეძელით ძნელბედობის ჟამს შეგენარჩუნებინათ ჩვენი ქვეყნის, საზოგადოებისა და საქართველოს ეკლესიის ერთიანობა, და ამ უმძიმეს პასუხისმგებლობას დღემდე უდიდესი ერთგულებით ატარებთ.

დღეს კვლავ დადგა მძიმე დრო, როდესაც ერი და ბერი საქართველოს ეკლესიის მეთაურისგან მოელის ხალხისათვის ქრისტიანული და ქართული ზნეობრივი ნორმების ჩვეული მამობრივი მზრუნველობით შეხსენებას.

სწორედ ჩვენი ზნეობრივი ნორმების დაცვამ უნდა გახადოს შესაძლებელი არსებულ პოლარიზებულ გარემოში საქართველოში ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობის ფორმირება, რომლის გარეშე შეუძლებელია საერთო თანხმობის მიღწევა ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე.

საქართველოს თქვენი სახით ჰყავს ქრისტიანული და კავკასიური ზნეობის ბურჯი და სწორედ თქვენი ღვაწლი მაძლევს უდიდეს იმედს, რომ ჩვენი საზოგადოება დარჩება ერთგული ქართული, კავკასიური და ქრისტიანული ზნეობის და ჩვენი ღირსეული წინაპრების ღირსეული შვილები ვიქნებით.

ჩვენი მრავალფეროვანი საზოგადოების სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და მხნეობას ერისა და ქვეყნის მშვიდობისა და ერთიანობისათვის ლოცვაში", - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის წერილში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system