თავში

საქართველოს პროკურატურა კრიმინოლოგებისთვის სალექციო კურსს გამართავს

საქართველოს პროკურატურა კრიმინოლოგებისთვის სალექციო კურსს გამართავს
საქართველოს პროკურატურა კრიმინოლოგებისთვის სალექციო კურსს გამართავს

"ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფთან" ერთად საქართველოს პროკურატურამ 4-დღიანი სალექციო კურსი გამართა. 

კურსის ფარგლებში კრიმინოლოგები პროკურორის საქმიანობის დღეს გაეცნობიან. ასევე განსაზღვრავენ საზოგადოების როლს დანაშაულის გამოძიებასთან მიმართებით, იმსჯელებენ ქალთა მიმართ გენდერული ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრაქტიკული ასპექტების შესახებ. ასევე, მიიღებენ ინფორმაციას დანაშაულის კრიმინოლოგიური გაგებისა და სისხლის სამართლებრივი და კრიმინოლოგიური მიდგომების განსხვავებასთან დაკავშირებით. 

სალექციო კურსი ინტერაქტიული ხასიათის იქნება, რაც მონაწილეებს აქტიური ჩართულობის საშუალებას მისცემს. კურსის დასრულებისას კი, მონაწილეებს ორენოვანი ციფრული სერტიფიკატები გადაეცემათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system