თავში

საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში USAID-ის ახალი საგანმანათლებლო პროექტი ამოქმედდება

საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში USAID-ის ახალიბა
საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში USAID-ის ახალი საგანმანათლებლო პროექტი ამოქმედდება

დამდეგი სასწავლო წლიდან საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ახალი საგანმანათლებლო პროექტი ამოქმედდება: აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საბაზისო განათლების ოთხწლიანი პროგრამა,რომელსაც სამმხრივი მიმართულების კვლევითი ინსტიტუტი (RTI) განახორციელებს. პროგრამაში ჩართულია 2075 სკოლა, 2075 დირექტორი და 23064 მასწავლებელი.

პროგრამის ძირითადი მიზანი არის მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების ძლიერი ინსტიტუციების ჩამოყალიბების ხელშეწყობა როგორც დედაქალაქში, ისე, საქართველოს რეგიონებში. რვა უნივერსიტეტი და ორი არასამთავრობო ორგანიზაცია, პროგრამის ექსპერტული მხარდაჭერით, მომავალი 4 წლის განმავლობაში, შექმნიან და დაამუშავებენ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა მოსამზადებელ და პროფესიული განვითარების პროგრამებს, მომზადდება ტრენერთა გუნდები, რომლებიც თავის რეგიონში შექმნიან ადამიანური რესურსების ძლიერ ბაზას. პარტნიორი უნივერსიტეტები და არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს ყველა სკოლაში ჩაატარებენ ტრენინგებსა და ვებინარებს, ქოუჩინგს გაუწევენ სკოლის დირექტორებსა და ლიდერ მასწავლებლებს ახალი სკოლის მოდელის დანერგვასა და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს ჩამოყალიბებაში.

USAID საბაზისო განათლების პროგრამის საქმიანობა, მიზნები და ამოცანები დაფუძნებულია თანამედროვე პედაგოგიკაზე დამოსწავლეებში წიგნიერების, მათემატიკური აზროვნების, პრობლემის გადაჭრისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული. მის ფარგლებში შემუშავებული მრავალფეროვანი რესურსები ხელმისაწვდომი იქნება როგორც ქართულენოვანი, ისე სომხური და აზერბაიჯანული საჯარო სკოლებისთვის; ახალი სკოლის მოდელის სასწავლო ერთეულები მოერგება მოსწავლეთა სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებებს, რის შედეგადაც ყველა მოსწავლეს შეეძლება, სრულფასოვნად ჩაერთოს გაკვეთილებსა და სხვა სასკოლო აქტივობებში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system