თავში

საქართველოს სამი რეგიონი, შესაძლოა, "წითელ ზონად" გამოცხადდეს - მინისტრი

საქართველოს სამი რეგიონი, შესაძლოა, "წითელ ზონად" გამოცხადდეს - მინისტრი
საქართველოს სამი რეგიონი, შესაძლოა, წითელ ზონად გამოცხადდეს - მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს სამი რეგიონი, რომელიც კორონავირუსის გავრცელებით ლიდერობს, შესაძლოა "წითელ ზონად" იქცეს. 

"შეზღუდვებთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული მსჯელობა. საქართველოში გვაქვს რამდენიმე რეგიონი, რომელიც შესაძლოა წითელ ზონად ჩამოყალიბდეს. ესაა ამ ეტაპზე, გურია, იმერეთი და თბილისი, სადაც ყველაზე მეტია მობილობა. კოეფიციენტი დადებითობის ამ ეტაპზე გვაქვს 2,2. ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი ერთს აღემატება, რაც სიფრთხილეს მოითხოვს. ამიტომ შეზღუდვებს არ გამოვრიცხავ“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 450 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 237 შემთხვევა, აჭარა - 29, იმერეთი - 51, ქვემო ქართლი - 48, შიდა ქართლი - 22, გურია - 11, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 34, კახეთი - 11, მცხეთა-მთიანეთი - 1, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system