თავში

საქართველოს საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის დაბადების 89 წელთან დაკავშირებით მის უწმინდესობას საპატრიარქო რეზიდენციაში ესტუმრა და დაბადების დღე მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. 

"კათოლიკოს-პატრიარქმა მადლობა გადაუხადა პრემიერს მილოცვისა და საჩუქრისათვის, დალოცა იგი და წარმატება უსურვა ერის საკეთილდღეო საქმიანობაში.

თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთთანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და მის უწმინდესობას მადლობა გადაუხადა ქართველი ერის წინაშე გაწეული მრავალწლიანი თავდაუზოგავი ღვაწლისთვის:

,,დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს ჩვენს სულიერ წინამძღოლს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს. 

44 წელია საქართველოს თავისუფლებისა და სულიერების აღორძინების გზაზე ბრძენი და შორსმჭვრეტელი წინამძღოლი მიგვიძღვება. უდიდესია მისი პირადი წვლილი იმაში, რომ ჩვენი ხალხი ყველა განსაცდელიდან გაძლიერებული გამოდიოდა, და რომ უკეთესი მომავლის რწმენა კვლავაც გვაერთიანებს.

ღვთისა და სამშობლოს სიყვარულით აღსავსე მისი მოღვაწეობა, თანადგომისა და ზნეობის მაგალითები სანიმუშოა ყველასათვის. ამიტომაცაა, რომ მას უდიდეს პატივს სცემენ არა მხოლოდ მართლმადიდებლები, არამედ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე, საერთაშორისო საზოგადოება.

დღეგრძელობას, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ მის უწმინდესობას საქართველოსა და მისი ხალხის საკეთილდღეოდ" - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system