თავში

საქართველოს თავდაცვის ძალებს 304 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

საქართველოს თავდაცვის ძალებს 304 სამხედრო მოსამსახურე შეემატა
საქართველოს თავდაცვის ძალებს 304 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

ვაზიანის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში, 304-მა კურსდამთავრებულმა საზეიმო ფიცი დადო.

ფიცის დადებამდე, რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) 10-კვირიანი კურსი გაიარეს. მათ სამწყობრო მომზადება, ტაქტიკა, ნავიგაცია, საცეცხლე მომზადება, კავშირგაბმულობა, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და საქართველოს სამხედრო ისტორია შეისწავლეს.

თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, 2020 წლის ივნისიდან საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე (BCT) ჩარიცხული რეკრუტები 500 ლარის ოდენობით ანაზღაურებას იღებენ. აქამდე, სამთვიანი კურსის გავლა, საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვამდე, ანაზღაურების გარეშე ხდებოდა.

გარდა ამისა, რეკრუტების გადამზადება ასევე ივნისის თვიდან, თანამედროვე, ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამის ახალ ინფრასტრუქტურაში ხდება.

საზეიმო ცერემონიალზე სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, ასევე საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურმა მიმართეს და თავდაცვის ძალების სრულუფლებიან წევრებად გახდომა მიულოცეს. წარმატებული რეკრუტები, რომლებმაც კურსის მსვლელობისას თავი გამოიჩინეს, სამახსოვრო საჩუქრებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system