თავში

საქართველოს ტელემაუწყებლობა 65 წლისაა

საქართველოს ტელემაუწყებლობა 65 წლისაა
საქართველოს ტელემაუწყებლობა 65 წლისაა

საქართველოს პირველი სატელევიზიო არხი 65 წლის გახდა. პირველი გადაცემა 1956 წლის 30 დეკემბერს გავიდა ეთერში.

პირველ სატელევიზიო გადაცემებში მონაწილეობდნენ გალაკტიონ ტაბიძე, ირაკლი აბაშიძე, იოსებ გრიშაშვილი, არნოლდ ჩიქობავა, გიორგი ლეონიძე, გრიგოლ აბაშიძე, ნოდარ დუმბაძე, იოსებ ნონეშვილი, ანა კალანდაძე, მურმან ლებანიძე, სერგო ზაქარიაძე, სესილია თაყაიშვილი, ვერიკო ანჯაფარიძე, მედეა ჯაფარიძე, რეჟისორები: მიხეილ თუმანიშვილი, რობერტ სტურუა, კომპოზიტორები: ანდრია ბალანჩივაძე, რევაზ ლაღიძე და სხვები. მათი ჩანაწერები „ოქროს ფონდშია“ შესული.

ტელემაუწყებლობის პირველივე წლებში შეიქმნა სატელევიზიო თეატრი.

1957 წელს მოძრავი სატელევიზიო სადგურის საშუალებით „დინამოს“ სტადიონიდან პირველი პირდაპირი რეპორტაჟი გადაიცა, რომელსაც ეროსი მანჯგალაძე და კოტე მახარაძე უძღვებოდნენ. 

2005 წლიდან საქართველოს პირველი ტელევიზია საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაიქმნა და დღეს ქართული პროდუქტის ყველაზე დიდი მწარმოებელია სატელევიზიო, რადიო და ციფრული პლატფორმებისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system