თავში

საქართველოში ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა იგეგმება

საქართველოში ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა იგეგმება
საქართველოში ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა იგეგმება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში ვარაუდობენ, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე პანდემიამდე არსებული მაჩვენებლების 40-45 % დაბრუნდება. ამის შესახებ საავიაციო ბიზნესის განვითარების მენეჯერმა, ვაკო ჭილაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ფრენების აღდგენასთან ერთად ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლაც იგეგმება.

"ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2 მაისიდან ოპერირებას იწყებს ქართული ავიაბაზრისათვის აბსოლუტურად ახალი ავიაკომპანია FlyArystan-ი, რომელიც არის ყაზახური პირველი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია.

ივლისიდან საქართველოს ავიაბაზარზე შემოდის გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია EuroWings-ი, რომელთანაც მოლაპარაკებებს ჩვენ 3 წლის განმავლობაში ვაწარმოებდით. ამ ავიაკომპანიასთან მიმართებაში საკმაოდ გრძელვადიანი გეგმები და დადებითი მოლოდონი გაქვს.

მესამე ახალი ავიაკომპანია, რომელიც 2021 წელს შემოდის საქართველოს ავიაბაზარზე უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Bees Airline-ა, რომელიც თბილისისა და ბათუმის მიმართულებით გეგმავს ფრენებს”, - განაცხადა ვაკო ჭილაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ავიაბაზარს უცხოური ავიაკომპანიები ნელ-ნელა უბრუნდებიან და წლის ბოლომდე ქვეყნის ავიაბაზარი 30-მდე ავიაკომპანიით იქნება წარმოდგენილი

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system