თავში

საქართველოში ამოქმედდა აპლიკაცია, რომელიც კოვიდინფიცრებულთან კონტაქტს შეგატყობინებთ

საქართველოში ამოქმედდა აპლიკაცია, რომელიც კოვიდინფიცრებულთან კონტაქტს შეგატყობინებთ
საქართველოში ამოქმედდა აპლიკაცია, რომელიც კოვიდინფიცრებულთან კონტაქტს შეგატყობინებთ

ჯანდაცვის სამინისტრომ აპლიკაციის პრეზენტაცია გამართა, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, გაიგოს, იმყოფებოდა თუ არა კონტაქტში COVID 19-ით ინფიცირებულთან.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, ეს აპლიკაცია ევრუპული კანონმდებლობის გათვალისწინებით შეიქმნა და სრულად იცავს პერსონალურ ინფორმაციას. მინისტრმა ავსტრიელ კოლეგებს, აპლიკაციის შექმნაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. 

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აპლიკაცია, რომელიც წარმატებით იქნა გამოყენებული, როგორც სამხრეთ კორეის, ასევე იაპონიის მხრიდან და ამ ქვეყნების მაგალითი ნამდვილად არის უპრეცედენტო თავისი მაჩვენებლებით. დღეიდან ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ებრძოლონ და პრევენციული ღონისძიებები გაატარონ კოვიდის ინფექციის გავრცელების მხრივ. ეს აპლიკაცია გახლავთ ევროპულ კანონმდებლობაზე დაყრდნობით შექმნილი, რომელიც სრულიად იცავს ჩვენს პერსონალურ ინფორმაციას, რაც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საშუალებას იძლევა, რომ გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარი ჯანმრთელობის უსაფრთხოებას, ასევე მოვახდინოთ ჩვენი ახლობლებისა და იმ კონტაქტების ინფორმირება ჩვენი ინფიცირების შემთხვევაში, რაც მნიშნველონლად აუმჯობესებს ხარისხს კონტაქტების ამოცნობის მხრივ და ასევე იმ ინფექციის გავრცელების ჯაჭვის აღმოფხვრის მხრივ, რომელიც მნიშნველოვანი არის კოვიდ-19-ის ინფექციასთან ბრძოლაში. მე მინდა, მადლობა გადავუხადო ავსტრიელ კოლეგებს იმ გაწეული შრომისა და დახმარებისთვის, რომელიც მათ ჩვენთან გასწიეს და ასევე მადლობა მინდა გადავუხადო სამინისტროს იმ ჯგუფს, რომელიც ამ პერიოდის მანძილზე 24 საათის განმავლობაში მუშაობდა იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ჰქონოდათ, ქართულ ენაზე და შეუფერხებლად მიეღოთ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც არის საჭირო და ასევე ესარგებალთ ამ აპლიკაციის დადებითი შედეგებით”, - განაცხადა მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system