თავში

საქართველოში "ასტრაზენეკას" დამატებითი დოზების ჩამოსვლამ გადაიწია - ამირან გამყრელიძე

საქართველოში "ასტრაზენეკას" დამატებითი დოზების ჩა
საქართველოში ასტრაზენეკას დამატებითი დოზების ჩამოსვლამ გადაიწია - ამირან გამყრელიძე

"ასტრაზენეკას დამატებითი დოზების ჩამოსვლამ საქართველოში ლოჯისტიკური პრობლემების გამო გადაიწია. 6 მაისს უნდა ჩამოვიდეს 43 000 დოზა და მაისის შუა რიცხვების განმავლობაში დანარჩენი 43 000 დოზა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს "ნოვოვაქსის" ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით. 

ნოვავაქსთან“ უფრო წინაა მოლაპარაკებები. კონტრაქტამდე იყო მისული და „ნოვავაქსი“ ალბათ, უფრო ადრე გამოჩნდება ბაზარზე. რაც შეეხება „ჯონსონ ენდ ჯონსონს“, რომელიც ამერიკაში ადმინისტრირდება, იქ ისეთი პრობლემები შეიქმნა, დროებით შეაჩერეს, მაგრამ ისევ აღადგინეს და აღნიშნული ვაქცინა, ისევე როგორც „მოდერნა“ გამოვიდა ჯანდაცვის სამინისტროსთან და სამინისტრო მუშაობს ამ ორივე ვაქცინაზე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ "პირველ არხთან" საუბრისას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system