თავში

საქართველოში "დელტა პლიუს" შტამი დაფიქსირდა

საქართველოში "დელტა პლიუს" შტამი დაფიქსირდა
საქართველოში დელტა პლიუს შტამი დაფიქსირდა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ადასტურებს, რომ საქართველოში კორონავირუსის ე.წ. დელტა + შტამი დაფიქსირდა.

"ვირუსის შემთხვევების დაახლოებით ნახევარი, უკვე დელტა შტამით არის გამოწვეული. მათ შორის ე.წ. დელტა + შტამიც ფიქსირდება, რომელსაც აქვს ერთი დამატებითი მუტაცია, ისინი მსოფლიო ბაზაშიც ატვირთულია. გიდასტურებთ, რომ ჩვენთან, საქართველოში დელტა + დაფიქსირებულია" - თქვა იმნაძემ.

დელტა + შტამის არსებობა დაადასტურა ამირან გამყრელიძემაც. მისი თქმით, ეს ქართული შტამი არ არის. 

„არავითარი ქართული შტამი არ არსებობს. ეს არის ჩვეულებრივი დელტა ანუ ინდური შტამი. მოგეხსენებათ ვირუსები მუტაციას განიცდიან და ეს არის მისი ქვეშტამი დელტა პლუსი. ჩვენთან გაშიფრულია სეკვენირებით დელტა პლუსის 2 შემთხვევა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system