თავში

საქართველოში დღეს AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი პარტია შემოვა

საქართველოში დღეს AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი პარტია შემოვა
საქართველოში დღეს AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი პარტია შემოვა

დღეს, 13 მარტს საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შემოვა.

როგორც ცნობილია, პირველ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინას ელოდებიან.

ვაქცინების პირველი პარტია საქართველოში უკვე გამოიგზავნა. პროცესს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი, ჰანს კლუგე დაესწრო

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მოწოდებული იქნება დათქმული 43, 200 დოზა, რომელიც გადანაწილდება შესაბამისი პროტოკოლით.

„ამ ეტაპისთვის UNICEF-ის მხრიდან მიღწეული იქნა შეთანხმება AstraZeneca-ს ვაქცინის დაჩქარებულ მოწოდებაზე. მოწოდებული იქნება დათქმული დოზა - 43 200 დოზა, რომელიც გადანაწილდება იმ პროტოკოლის შესაბამისად, რომელიც შემუშავებულია COVID-ის ვაქცინაციის საბჭოს მხრიდან. შემდეგი არის Pfizer-ის ვაქცინა. ამასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა მივაღწიოთ შეთანხმება, რომ Pfizer-ის ვაქცინის დაჩქარება მოხდეს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ვაქცინის პირველი პარტიის შემოსვლასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში საგანგებო ბრიფინგია ჩანიშნული, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი გახსნის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system