თავში

საქართველოში "ინდური შტამის" გავრცელების საფრთხე არსებობს - გოგინავა

საქართველოში "ინდური შტამის" გავრცელების
საქართველოში ინდური შტამის გავრცელების საფრთხე არსებობს - გოგინავა

თუ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში "ინდური შტამის" ეპიდაფეთქება მოხდება, რა თქმა უნდა საქართველოშიც შესაძლებელია გავრცელდეს, შესაბამისად ამ შტამისგან თავდაცვა მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, - ამის შესახებ Report.ge-ს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განუცხადა.

გოგინავას განმარტებით, ამ დროისათვის "ინდური შტამი" ჩვენს რეგიონში არ ცირკულირებს თუმცა მისი სწრაფი გავრცელების გამო, თეორიული შანსი არსებობს, რომ გავრცელება აქაც  დაიწყოს. 

"ინდური შტამის" საქართველოსი გავრცელების საფრთხის ციფრებში შეფასება რთულია, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად მასიურად გავრცელდება "ინდური შტამი" ჩვენი რეგიონის ქვეყნებში. თუ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, რომლებთანაც პირდაპირი სახმელეთო საზღვარი გვაქვს  ამ შტამის ეპიდაფეთქება მოხდება, რა თქმა უნდა საქართველოშიც შესაძლებელია გავრცელდეს, შესაბამისად ამ შტამისგან თავდაცვა მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია ზოგად, გლობალურ ეპიდსიტუაციაზე და იმ რეგიონის სიტუაციაზე, რომელსაც ჩვენ მივეკუთვნებით. ამ დროისათვის ჩემი ინფორმაციით ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ეს შტამი არ ცირკულირებს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ამ შტამს სწრაფი გავრცელება ახასიათებს, არის თეორიული შანსები, რომ ჩვენს რეგიონშიც გავრცელდეს, მაგრამ ამ დროისათვის ამის საფრთხე არ არსებობს", - განუცხადა Report.ge-ს ალექსანდრე გოგინავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system