თავში

საქართველოში კორონავირუსი სამედიცინო სფეროს ორ წარმომადგენელს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი სამედიცინო სფეროს ორ წარმომადგენელს დაუდასტურდა
საქართველოში კორონავირუსი სამედიცინო სფეროს ორ წარმომადგენელს დაუდასტურდა

"ახალი ინფიცირებულებიდან ორი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია,"- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, 9 ახალი ინფიცირებულიდან ერთი სოფელ გაჩიანის კლასტერიდან არის, გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან. სამი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი. ორი სამედიცინო პერსონალია. ორი არის იმპორტირებული, მათ შორის, სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

მისივე განცხადებით პანიკის საფუძველი არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1225-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და სულ განკურებულთა რაოდენობა 1000-ს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system