თავში

საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა - VIDEO

საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა - VIDEO

საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი ინფორმაციით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. ეზუგბაიას განცხადებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, აღნიშნული ოთხი ინფიცირებულიდან, მხოლოდ ორი წევს. 

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, პაციენტების კლინიკა მინიმალურად გამოხატულია და მათ მხოლოდ დაბალი ტემპერატურა აღენიშნებათ. 

"რენტგენოლოგიურად პნევმონია არ დასტურდება, თუმცა, იგეგეგმება პაციენტების ტომოგრაფიული გამოკვლევა და შევაფასებთ მათ მდგომარეობას" - განმარტა მარინა ეზუგბაიამ. 

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ინფიცირებული პაციენტების კონტაქტები დადგენილია.

ლუგარის ლაბორატორიიდან 11-მდე პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან.

საქართველოსი კორონავირუსის 38 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან ერთი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაეწერეა. 

კარანტინის რეჟიმშია 1130 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 81 პირი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system